17 მარტს, გამთენიისას, ატლანტაში "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქართცელმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: ფაჩულიამ ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში უკვე მერვედ (მარტში მეხუთედ) შეასრულა, ხოლო 7 პასი - კარიერაში პირველად.
NBA-ში თამაშის განმავლობაში ზაზას ორჯერ ჰქონდა 6 შედეგიანი გადაცემა გაკეთებული, 17 მარტს კი "ვაშინგტონთან" 102:88 მოგებულ შეხვედრაში პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
ცენტრალური თავდამსხმელი რომ 7 პასს გაიღებს, გამორჩეული შემთხვევაა. კლასიკური ცენტრისთვის ეს შედეგი მართლაც
NBA-ს საუკეთესო ცენტრ დუაიტ ჰოვარდის უმაღლესი შედეგი კი 5 შედეგიანი გადაცემაა. მიმდინარე სეზონში სხვა მოწინავე ცენტრების უმაღლესი მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: კევინ ლავი - 5, ენდრიუ ბაინამი - 4, დემარკუს ქაზენსი - 5 ლამარკუს ოლდრიჯი - 6 და მხოლოდ ალ ჯეფერსონს აქვს ფაჩულიას დარი შედეგი - 7.
7 პასთან ერთად ფაჩულიამ "ვაშინგტონთან" 10 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ანუ ზაზას 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, რაც ცენტრალური თავდამსხმელებისთვის გამორჩეულად სართულო საქმეა.
ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი სტატისტიკა კი მთლიანობაში ასე გამოიყურებოდა: 37,15 უთი, 10 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაკარგვა. ზაზა მატჩის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც მოხსნებში ორციფრიან მაჩვენებელს მიაღწია და შესაბამისად, ერთადერთი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
"ატლანტაში" 34 ქულით ბომბარდირობა ტრავმისგან მომჯობინებულმა ჯო ჯონსონმა იტვირთა, რომელმაც ასევე 6 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. 23 ქულა და 8 პასი ჰქონდა ჯოშ სმიტს, "ატლანტას" ნომინალურმა გამთამაშებელმა ჯეფ თიგმა კი შეხვედრა მხოლოდ 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
ორი მარცხის შემდეგ ეს იყო ატლანტელთა პირველი გამრჯვება. ამჟამად "ჰოუქსს" 25 მოგება და 19 მარცხი აქვს და აღმოსავლეთში კვლავ მე-6 ადგილზეა. მომდევნო ჯახი "ქორებს" ზეგ, 19 მარტს, "კლივლენდში" ელით.
gbf.ge