ვლადიმერ ბოისამ "პანიონისი" დატოვა

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისა "პანიონიოსის" წევრი აღარ არის. მან ბერძნული კლუბი უკვე დატოვა. მწვრთნელმა გიორგოს ბარძოკასმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი გუნდისთვის საჭირო აღარ იყო. ამის მიზეზად ბერძნული პრესა ბოისას პოზიციაზე მოთამაშე ნიკოს ბარლოსის გამოჯანმრთელებას ასახელებს. 

ბოისა დეკემბერში სწორედ ბარლოსის ტრავმის შემდეგ აიყვანეს პანიონიოსელებმა. ბოისა სათადარიგო იყო და მოედანზე მცირე ხნით გადიოდა.

მწვრთნელის გადაწყვეტილებას ბერძენი ჟურნალისტები ვოვას ინეტრულობითაც ხსნიან. იგი მატჩში საშუალოდ 2,8 ქულას აგროვებდა.

ბოისას გარეშე "პანიონიოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატში 17 მარტს ითამაშა და პირეოსში "ოლიმპიაკოსთან" 64:73 წააგო. ნიკოს ბარლოსმა 15 წუთს
ითამაშა და თავი 7 ქულას მოუყარა. როგორ ბერძნული პრესა იუწყება, "პანიონიოსის" პრეზიდენტმა ელიას ლიანოსმა, რომელმაც უწყოდა, რომ ვოვას გუნდი უნდა დაეტოვებინა, ბოისას აგენტს მისი კლიენტისთვის გუნდის ძიების დაწყება რამდენიმე დღით ადრე ურჩია.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული