გიორგი შერმადინმა სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა იტალიის სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. რაც "კანტუში" თამაშობს, ქართველი ცენტრის საუკეთესო შედეგი 14 ქულა იყო, რომელიც შერმადინმა იტალიის ჩემპიონატში ორჯერ დააგროვა.

17 მარტს გამართულ მორიგი ტურის მატჩში კი, "რომას" წინააღმდეგ გიორგიმ 18 ქულა მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და თავის გუნდსაც მოაგებინა. კანტუელებმა დედაქალაქელები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 73:72 დაამარცხეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 18 ქულის მოსაგროვებლად მხოლოდ 18 წუთი დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად
გიორგის 7 მოხსნაც ჰქონდა და ის მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მისი მარგი ქმედეგის კოეფიციენტიმოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი - 24 გახლდათ.

მანუჩარ მარკოიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 აპსი მიითვალა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. ამ ტურის შემდეგ "კანტუს" 15 გამარჯვება და 8 მარცხი აქვს. ამ შედეგით ქართველების გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება.

18 მარტს თამაშობს მესამეზე მყოფი ნიკა მეტრეველის "სასარი", რომელიც გასვლაზე "ტერამოს" ხვდება და თუ მოიგო, "კანტუს" ოდენ გაუთანაბრდება.

ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარი" ამ ტურში ისვენებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული