ზაზა ფაჩულიას სეზონის მეცხრე ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მიმდინარე სეზონის მეცხრე ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. თუმცა ეს დიდი დანაკლისი არაა, პირიქით - ზაზამ კარგად ითამაშა და მისმა გუნდმაც მოიგო.

"ატლანტას " მორიგი მსხვერპლი "კლივლენდი" გამოდგა, რომელიც ჯორჯიელებმა სტუმრად - 103:87 დაამარცხეს. ქართველმა ცენტრმა ხუთეულში 40 წუთზე მეტხანს ითამაშა და პირად ანგარიშზე 9 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება ჩაიწერა.

ზაზამ 11 ცდიდან 3 ორქულიანი და 4-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. როგორც აღვნიშნეთ, მას კინკილა ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ატლანტელთაგან 28 ქულით საუკეთესო ჯო ჯონსონი
იყო, კლივლენდელთაგან კი ალონზო გი გამოირჩა 20 ქულით.

ატლანტელებს 26 მოგების წილ 19 მარცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში აქამდე მეხუთეზე მყოფ "ინდიანას" გაუთანაბრდნენ.

მომდევნო ჯახი ატლანტელებს 20 მარტს ელით - შინაურ არენაზე მათ კვალში მდგარ "ბოსტონს" მასპინძლობენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული