ბესიკ ლეჟავას წლის მატჩი 20 მარტსაა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შანსს კვლავ ინარჩუნებს ბესიკ ლეჟავას "აპოლონი". ნახევარფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ აპოლონელებმა ეთა-ს შინ 83:75 აჯობეს და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს.

ვიდრე გამარჯვებაში ბესოს წვლილზე გეტყოდეთ, მოგახსენებთ, რომ "აპოლონისა" და ეთა-ს მეოთხე დაპირისპირება ამ უკანასკნელის მოედანზე გაიმართება (20 მარტს). მოგების შემთხვევაში ეთა ფინალში გავა, ხოლო თუ სტუმრად "აპოლონი" იმარჯვებს, გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი მის მოედანზე გაიმართება.

სერიის მესამე მატჩში ლეჟავას გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა იოანის გაგალუდისმა. მის ანგარიშზე 32 ქულაა. ვიცე-ბომბარდირი ბესო გახდა - 9 ქულა,
6 მოხსნა, 1 ჩაჭრა. 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა (28 წუთში) 6-იდან 3 ორქულიანი და 3-იდან 1 სამიანი გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული