"გრან კანარია" - კატალონიელთა რისხვა

AutoSharing Option
საინტერესო მდგომარეობაა ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიას" დარჩენილ 9 ტურში კარგი შედეგის შემთხვევაში მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრება.

მოკლედ, "კანარიას" 10 მოგება აქვს და სამით ჩამორჩება ფლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს, ხოლო გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს ოდენ 2 მოგებით უსწრებს.

ბოლო დროს კუნძულელებმა თამაში გამოასწორეს და იმედი დავიტოვოთ, რომ ჰეინსის თანაკლუბელებს მეოთხედფინალში ვიხილავთ. ბოლო ტურში მათ სტუმრად კატალონიური "ხუვენტუდი" დაამარცხეს - 81:73. იმასაც შეგახსენებთ, რომ "გრან კანარიამ" ერთი კვირის წინ
"ბარსელონას" ორმაგ ოვერტაიმში სძლია.

ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსი "ხუვენტუდთან" თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამერიკელმა უკანახაზელმა 10 ქულა, 5 მოხსნა მიითვალა და საკუთარ გუნდში სარგებლიანობის კოეფიციენტით მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა. ჰეინსმა 3-იდან 1 ორქულიანი, 5-იდან 2 სამიანი და 2-იდან 2 საჯარიმო მიითვალა.

მომდევნო მატჩს "გრან კანარია" 25 მარტს, შინაურ არენაზე "ფუენლაბრადასთან" გამართავს.

* * *

"გრან კანარიადან" თურქულ "ტოფაზში" გადასულ კიდევ ერთ ქართულპასპორტიან ამერიკელს, ტორინ გრინს გასულ ტურში არ უთამაშია. მისმა გუნდმა სტამბულში "ეფესთან" 58:70 დათმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული