მოკლედ, "კანარიას" 10 მოგება აქვს და სამით ჩამორჩება ფლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს, ხოლო გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს ოდენ 2 მოგებით უსწრებს.
ბოლო დროს კუნძულელებმა თამაში გამოასწორეს და იმედი დავიტოვოთ, რომ ჰეინსის თანაკლუბელებს მეოთხედფინალში ვიხილავთ. ბოლო ტურში მათ სტუმრად კატალონიური "ხუვენტუდი" დაამარცხეს - 81:73. იმასაც შეგახსენებთ, რომ "გრან კანარიამ" ერთი კვირის წინ
ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსი "ხუვენტუდთან" თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამერიკელმა უკანახაზელმა 10 ქულა, 5 მოხსნა მიითვალა და საკუთარ გუნდში სარგებლიანობის კოეფიციენტით მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა. ჰეინსმა 3-იდან 1 ორქულიანი, 5-იდან 2 სამიანი და 2-იდან 2 საჯარიმო მიითვალა.
მომდევნო მატჩს "გრან კანარია" 25 მარტს, შინაურ არენაზე "ფუენლაბრადასთან" გამართავს.
* * *
"გრან კანარიადან" თურქულ "ტოფაზში" გადასულ კიდევ ერთ ქართულპასპორტიან ამერიკელს, ტორინ გრინს გასულ ტურში არ უთამაშია. მისმა გუნდმა სტამბულში "ეფესთან" 58:70 დათმო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"