ნიკა ცქიტიშვილი ფინალში 22 ქულითა და 17 მოხსნით შეფრინდა

AutoSharing Option
20 მარტს ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" აღმოსავლეთ აზიის საკლუბო თასის მესამე ნახევარფინალი ითამაშა და 99:85 გაიმარჯვა.

ეს მოგება საკმარისი აღმოჩნდა გზიდან ასევე ირანული "ზობ აჰანის" ჩამოსაცილებლად და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად - ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე იყო. ფინალში ირანული "მაჰრამის" მეტოქე ჯერ არ გარკვეულა. მეორე ნახევარფინალში ლიბანის ორი გუნდი იბრძვის: "ალ რიადი" და "ჩამპვილი".

დავუბრუნდეთ ირანულ დაპირისპირებას, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა ცქიტიშვილი იყო. "სკიტამ" ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა: 22 ქულა და 17 მოხსნა, რასაც 1 დაფარება მიამატა. მისი
მონაგარი გაცილებით მსუყე იქნებოდა, ხუთი ჯარიმა რომ არ მიეღო. მან საბოლოოდ 34 წუთი ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი სროლის სიზუსტითაც გამორჩეული იყო: 13 ორქულიანიდან 8 გამოიყენა, 8 საჯარიმოდან - 6.

დავწერეთ: "ნიკა ერთ-ერთი საუკეთესო" იყოო. გაგიკვირდებათ, კიდევ ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი ეფექტური სტატისტიკა? ვის და სამად ბაჰრამის, რომელმაც "მაჰრამის" გამარჯვებაში 37-ქულიანი წვლილი შეიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული