ზაზა ფაჩულიამ "ატლანტას" 14 ქულა მიაშველა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, მაგრამ შედეგიანობით მაინც გამოირჩა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისმა გუნდმა "ატლანტამ" მეტოქე დაამარცხა.

"ჰოუქსი" იმ "კლივლენდს" მასპინძლობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტუმრად 103: 87 გაანადგურა. ამის გათვალისწინებით, მორიგი წარმატება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ კლივლენდელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებით დროში კი მაინც ძლიერმა იმარჯვა - ატლანტელებმა 103:102 დაამარცხეს "კავალერზი" და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილი გაიმყარეს.

ფაჩულიამ მოედანზე გატარებული წუთების მხრივ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა მთლიანობაში 48 წუთი
ითამაშა და თავი 14 ქულას, 7 მოხსნას, 2 ჩაჭრას და თითო დაფარება-პასს მოუყარა. ზაზამ 12-იდან 5 ორქულიანი და 4-იდან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ჯოშ სმიტი გახა - 32 ქულა, 17 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება.

ატლანტელებს 27 მოგება და 20 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 24 მარტს, "ნიუ ჯერსისთან" ელის.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული