ვიქტორი სანიკიძე: NBA ჩემი ოცნებაა, მაგრამ...

AutoSharing Option
გასულ კვირას შემოგთავაზეთ ამერიკული გამოცემა "პროჯექტსპურსში" გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ჟურნალისტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიქტორ სანიკიძე მალე NBA-ში გადავიდოდა.

იმავე ავტორმა, ჯეფ გარსიამ 25 წლის ქართველის შესახებ ახალი სტატია მოამზადა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

"ვიქტორ სანიკიძე 2004 წლის დრაფტზე "ატლანტამ" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო. ამერიკულ კლუბსა და ქართველს კვლავაც აქვთ კავშირი, თუმცა სანიკიძე მომავალ სეზონში ევროპაში დარჩენასა და ევროლიგაზე თამაშს აპირებს. მას ბოლონიის "ვირტუსთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

- NBA-ში თამაში ჩემი ოცნებაა, მაგრამ ევროლიგაში თამაშიც ძალიან მინდა. მზად
ვარ "ვირტუსში" დავრჩე, თუ გუნდი ევროლიგის საგზურს მოიპოვებს, - აცხადებს სანიკიძე.
იგი იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 31.6 წუთს თამაშობს, 13.1 ქულას, 1.5 პასსა და 10.7 მოხსნას აგროვებს.

თუ სანიკიძემ აზრი არ შეიცვალა (რობერტას იავტოკასის მსგავსად), "სპურსის" შავ-თეთრ ფორმაში ვერ ვიხილავთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ნანდო დე კოლო, ან ერაზემ ლორბეკი მაინც გადაწყვეტენ კარიერის NBA-ში გაგრძელებას".

საინტერესო სტატიაა. თუმცა, ერთი უნდა დავამატოთ. სანიკიძეს ახალი აგენტი ჰყავს, რომელიც ევროპული კლუბების პარალელურად ამერიკულებთანაც მუშაობს. დანარჩენი სეზნის ბოლოს გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული