ბოლო მეოთხედის წინ ჯორჯიული გუნდი 10 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
ფაჩულიამ წინა შეხვედრა იმ მიზეზით გამოტოვა, რომ აქილევსის მყესი აწუხებდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:31 წუთი გაატარა. ფაჩულიამ შესანიშნავი სიზუსტით ისროლა თამაშიდან: მისი 6 ოქრულიანიდან 5-მა მიაღწია მიზანს, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 6-დან 3 სროლა ჩააგდო. ზაზას მთლიანობაში 13
29 მოგებითა და 20 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში "ინდიანასთან" ერთად კვლავ მეხუთე ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ჩვენი დროით 26 მარტს, გამთენიისას, "იუტას" წინააღმდეგ აქვს.
gbf.ge