თორნიკე შენგელიას დრო და შედეგიანობა უბრუნდება

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია მოედანს უშინაურდება. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართველმა ფორვარდმა "შარლერუაში" მეორე შეხვედრა ჩაატარა.

თუკი ის პირველ შეხვედრაში მხოლოდ 4 წუთს გაისარჯა, ამჯერად, "ოკაპისთან" მატჩში, მწვრთნელმა ის 13 წუთით დატვირთა. ეს გახლდათ ბელგიის ჩემპიონატის გადადებული მატჩი, რომელიც შენგელიას "შარლერუამ" სტუმრად გამართა და დაძაბულ ბრძოლაში - 90:91 წააგო.

შენგელიამ 13 წუთში 5-იდან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა და 6 ქულას 2 მოხსნა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მის წინააღმდეგ კი ერთხელ
დაჯარიმდნენ.

შარლერუელთაგან ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დუეინ ბროილესი გახლდათ 23 ქულით. "ოკაპიში" კი კრის კოუპლენდმა პირადად გადაწყვიტა მატჩის ბედი. მან 36 წუთში 45 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა ამერიკელმა ლიდერმა 9-იდან 7 ორქულიანი, 9-იდან 6 სამქულიანი და 14-იდან 13 საჯარიმო ჩააგდო.

მოედანზე შენგელიას მორიგ გამოჩენას მომავალ შაბათს უნდა ველოდოთ. "შარლერუა" ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტს" მასპინძლობს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული