მანუჩარ მარკოიშვილი მატჩის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
იტალიური სერია A-ს მორიგი ტურის ერთი მატჩი 31 მარტს გაიმართა და იგი ქართველი გულშემატკივარისთვის საინტერესო იმით იყო, რომ მასში გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" თამაშობდა. ქართველების გუნდი სტუმრად "ტერამოს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 74:69 დაამარცხა.

საწყისი 2 მეოთხედი მასპინძლებმა მოიგეს. ტერამოელები დიდი შესვენებისთვის 35:33 იგებდნენ. მეორე ტაიმიდან კანტუელებმა ტემპს უმატეს და საბოლოოდ საწადელსაც მიაღწიეს. "კანტუმ" "ტერამო" 74:69 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა.

მანუჩარ მარკოიშვილი მატჩის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა. 27 წუთში მან
13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება კანტუელთა მეორე ქართველ ლეგიონერს, გიორგი შერმადინს, ამ უკანასკნელმა "ტერამოსთან" მატჩში 23 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.

მომავალ ტურში "კანტუ" შინ ", "მონფერატოს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული