ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" ფილადელფიაში დამარცხდა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" 1 აპრილს გამთენიისას ფილადელფიაში წააგო. ზაზა ფაჩულიას გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულით იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში იძალეს და საბოლოოდ 95:90 გაიმარჯვეს.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად თავი ჩვეულად ვერ გამოიჩინა. ქართველმა ცენტრმა 24 წუთი დაჰყო მოედანზე და 4 ქულასთან ერთად 7 მოხსნა დააგროვა. ზაზამ 7 ორქულინიდან 2 ჩააგდო, სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი მას არ ჰქონია.

კარგად გაისარჯა ზაზას ოპონენტი - გამოცდილი ელტონ ბრენდი, რომელმაც ფილადელფიელებს 25 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 3 დაფარება შესძინა.
ატლანტელთაგან კი საუკეთესო ჯოშ სმიტი იყო 34 ქულით.

31 მოგებითა და 23 მარცხით "ატლანტა" საკუთარ, სამხრეთ–აღმოსავლურ დივიზიონში მესამე ადგილზეა, კონფერენციაში კი მეექვსეზე.

ატლანტელებს მცირე შესვენება ელით. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 4 აპრილს, შინ "შარლოტთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული