ნიკა ცქიტიშვილის ლიბანური ფინალი

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა. მისი "მაჰრამი" ლიბანს ესტუმრა და ბეირუთის "ალ რიადთან" 87:91 დათმო.

ქართველმა კალათბურთელმა 38 წუთში 14-იდან 8 ორქულიანი, 2-იდან 1 სამიანი, ორივე საჯარიმო ჩააგდო და 21 ქულას 7 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება დაამატა. პასივში მხოლოდ ერთი შეცდომა ჰქონდა.

"ალ რიადის" გამარჯვება ამერიკელი ლეგიონერის, დევარიკ სპენსერის დამსახურებაა, რომელმაც 39 ქულა მიითვალა.

დასავლეთ აზიის თასის ფინალური სერიის მეორე მატჩი 3 აპრილს, ისევ ბეირუთში გაიმართება. მომდევნო სამივე შეხვედრა კი, საჭიროების შემთხვევაში,
ირანში ჩატარდება. სერია სამ მოგებამდეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული