ჩამოთვლილია 51 კალათბურთელი, რომელთაგან გულშემატკივარს რჩეული ხუთეულისთვის ხმის მიცემა შეუძლია. 51-ს შორისაა "კანტუს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც ევროლიგის წლევანდელი გათამაშება მაღალ დონეზე ჩაატარა. ამას გიორგის მონაგარიც ადასტურებს. იგი საშუალოდ 21:39 წუთში 10.9 ქულასა და 5.5 მოხსნას აგროვებდა.
გიორგის მეტი სათამაშო დრო ერგო მეორე ჯგუფურ ეტაპზე და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, მეოთხე იყო (18.83). იგი
არანაკლებ მნიშვნელოვანია: ტოპ-16-ში 23 წლის ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი საჯარიმო აქვს ნატყორცნი (40) და ყველაზე მეტი - ჩაგდებული (37).
დავუბრუნდეთ გამოკითხვას. ნებისმიერ ქართველ ქომაგს შეუძლია შერმადინისთვის ხმის მიცემა. ამისთვის საჭიროა ევროლიგის ოფიციალურ საიტზე შესვლა. ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"