თორნიკე შენგელია: ტრავმა სრულად მოვირჩინე

AutoSharing Option
სამთვიანი ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. მან უკვე სამი მატჩი გამართა ბელგიურ "შარლერუას" შემადგენლობაში, საიდანაც ბოლო შეხვედრა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრმა ფეხი სრულად მოირჩინა და სასურველ ფორმას იბრუნებს.

- თავს კარგად ვგრძნობ. უკვე სამ მატჩში მივიღე მონაწილეობა, თუმცა სრულყოფილი უფრო ბოლო შეხვედრა იყო, როცა "გენტთან" სასტარტო ხუთეულში ვითამაშე.

- სასტარტო ხუთეულში შენი დაბრუნება იმის მანიშნებელია, რომ არანაირი პრობლემა აღარ გაქვს?
- ტრავმასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს, ფეხი სრულად მორჩენილია. არც ტკივილი მაწუხებს და დატვირთვაც
უპრობლემოდ შემიძლია. ახლა მთავარია, სათამაშო ფორმაში შევიდე.

- ბოლო მატჩიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგ ფორმაში ხარ. 16 წუთში 8 ქულა ცოტა არ არის...
- ცუდად ნამდვილად არ მითამაშია, მაგრამ უკეთესადაც შემეძლო. არაერთი ბურთი ავაცილე, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ ჩამეგდო.

16 წუთზე მეტიც შეიძლებოდა მეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა. მთავარი მაინც ის არის, რომ ტრავმა აღარ მაწუხებს და ყველაფერი ჩემს მონდომებაზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, იმაზე უკეთეს ფორმაში ჩავდგები, ტრავმის მიღებამდე რომ ვიყავი.

- მომდევნო თამაში როდის გაქვს?
- ამ კვირაში თამაში არ გვაქვს და ამ დროს ვარჯიშისთვის გამოვიყენებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული