უსიამოვნო ცნობა იტალიიდან: გიორგი შერმადინი ტრავმირებულია

AutoSharing Option
უსიამოვნო ამბავი მივიღეთ იტალიიდან - გიორგი შერმადინმა ფეხი დაიზიანა, რის გამოც ერთი თვით დასვენება მოუწევს.

23 წლის, 216 სმ სიმაღლის ცენტრს ვარჯიშისას მარჯვენა ფეხის ნეკის ძვალი გაუტყდა.

5 აპრილს გიორგის ტერფი თაბაშირში ჩაუსვეს და კლუბის ექიმების ვარაუდით, "კანტუს" პლეი ოფებამდე ვერ დაეხმარება.

იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი 6 მაისს დასრულდება, რის შემდეგაც შერმადინი გუნდთან ერთად მეოთხედფინალისთვის მზადებას შეუდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული