ქართველების "კანტუ" მეორეა და პირველობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "კანტუმ" "მონფერატო" მიიღო და 70:55 დაამარცხა. ამ მოგებით კანტუელები მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ, ორი მოგებით უსწრებენ მდევრებს. თუმცა უფრო ნაკლები სხვაობაა პირველადგილოსანთან: სიენას "მონტეპასკის" 18 გამარჯვება აქვს, "კანტუს" - 17.

მართალია, სიენელებს ორით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული, მაგრამ ურთიერთშემთხვევის მოგების შემთხვევაში...

თუმცა იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე შვიდი ტურია დარჩენილი და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

მანამდე შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს "კანტუს" შემადგენლობაში "მონფერატოსთან" ტრავმის გამო არ უთამაშია. მანუჩარ მარკოიშვილმა 25 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1
პასი მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული