"კანტუს" წარმატებაზე 7 აპრილის ნომერში მოგითხრეთ; "დინამოს" შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რადგან მეტრეველს არ უთამაშია (მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ); სანიკიძის გარჯაზე კი ქვემოთ შევჩერდებით.
* * *
როგორც მოგახსენეთ, ვენეციაში მატჩი დრამატული გამოდგა. მეორე მეოთხედში ბოლონიელებმა
მატჩის ბომბარდირი ვირტუსელი დაგლას რობერტსი გახდა (21 ქულა), ხოლო ვენეციელთა რიგებში 13 ქულით პოლონელი შიმონ შევჩიკი გამოირჩა.
ფარქვეშ დაცვისას კი უბადლო იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელიც საკუთარი ფარიდან ასხლეტილ ბურთს 12-ჯერ დაეუფლა. სულ კი 13 მოხსნა ჩაიწერა.
ვიქტორი შეტევისას თანაგუნდელების დახმარებაზე იყო ორიენტირებული. თავად განსაჯეთ: 35 წუთში მხოლოდ 2-2 ორქულიანი და სამიანი ისროლა (ყველა ააცილა), მატჩი კი 4 ქულით (6-იდან 4 საჯარიმო), 3 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა.
* * *
"ვენეციასთან" დამარცხება ორმაგად დასანანი იმიტომაც იყო, რომ ეს გუნდი "ვირტუსის" უშუალო კონკურენტია.
შეხვედრამდე მათ თანაბარი ქულები ჰქონდათ. 9 აპრილს კი "ვენეციას" 16 გამარჯვება მოუგროვდა და ახლა ოთხ გუნდთან ერთად მესამე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.
ამ კვარტეტშია მეტრეველის "დინამო სასარი", ბოლონიის "ვირტუსი" კი მეშვიდე ადგილამდე დაეშვა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ პირველ პოზიციაზეა სიენას "მონტეპასკი" (18 გამარჯვება), რომელსაც ერთი მოგებით ჩამორჩება "კანტუ".
სხვათა შორის, ეს ორი გუნდი მე-9 ტურის გამოტოვებულ მატჩს 12 აპრილს ითამაშებს. შეხვედრა "კანტუში" გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"