მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიას" საშინაო მარცხი

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში მე-17 მატჩი დათმო მარკიზ ჰეინსის "გრან კანარიამ". ამჯერად კუნძულელები შინ სევილიის "კახასოლთან" დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ სევილიელთა ახალგაზრდულ შემადგენლობაში წარმატებით თამაშობს ბექა ბურჯანაძე. იგი გასულ სეზონში პირველ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატშიც გამოჩნდა, მაგრამ წლეულს არ უთამაშია.

მოკლედ, "კახასოლმა" სტუმრად 74:66 იმარჯვა. საქართველოს ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი მარკიზ ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 11 ქულა ჩააგდო (3/3 ორქულიანი, 5/1 სამიანი, 2/2 საჯარიმო), რასაც 2 მოხსნა და 1 პასი მიამატა.

"გრან კანარიას" ესპანეთის პირველობაზე 11 მოგება აქვს, მე-13 ადგილზეა. ჩემპიონატში
18 გუნდი თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული