როგორც "კანტუს" ოფიციალური საიტი იუწყება, გიორგი შერმადინს მარჯვენა ფეხის ნეკზე ოპერაცია ჩაუტარდა, რათა გატეხილი ძვალი სწორად შეხორცდეს.
ოპერაციამ, რომელსაც "კანტუს" ექიმი მარკო კამპანი ხელმძღვანელობდა, წარმატებით ჩაიარა. 23 წლის ქართველ ცენტრს რეაბილიტაციისთვის, მინიმუმ, 15 დღე დასჭირდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.