ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამის" ზეიმი გადაიდო

AutoSharing Option
მაშინ, როცა ირანელები დასავლეთ აზიის თასის აღსამართად ემზადებოდნენ, შინ ლიბანურ "ალ რიადთან" დამარცხდნენ და ზეიმი გადაიდო.

ბეირუთელებმა მასპინძლები 101:93 დაჯაბნეს და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2. გადამწყვეტი, მეხუთე შეხვედრა 16 აპრილს ისევ ირანში შედგება.

სერიის მეოთხე მატჩში ნიკა ცქიტიშვილმა "მაჰრამის" მაისურით 37 წუთი ითამაშა, 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. იმასაც გაცნობებთ, რომ ნიკამ ვირუსს ბოლომდე ვერ დააღწია თავი. წინა მატჩში სიცხიანმა ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული