მანუჩარ მარკოიშვილმა ათიანში მოარტყა და "მონტეპასკი" ჩამოაგდო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის გარეშე მოთამაშე "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატის ფავორიტი "მონტეპასკი" ოვერტაიმში 95:94 დაამარცხა.

გადამწყვეტი 2 საჯარიმო ანდრეა ჩინჩარინიმ შეასრულა ზუსტად, რომელიც დამატებით დროში მანუჩარ მარკოიშვილის ნაცვლად შევიდა. სხვათა შორის, ანდრეამ მატჩი 2 ქულით დაასრულა.

მანუჩარსაც აღუნიშნავს, რომ "კანტუ" ერთ კალათბურთელზე არ არის დამოკიდებული. სიენელთა ძლევაშიც ყველას თანაბარი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ქართველი უკანახაზელი გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო და, სავარაუდოდ, ოვერტაიმსაც ჩაამთავრებდა, მეხუთე ჯარიმა რომ არ მიეღო. მარკოიშვილმა 29 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მეტოქეებს კი
წესები რვაჯერ დაარღვევინა.

კანტუელთა მხრიდან ყველაზე მეტი გამოცდილმა ჯანლუკა ბაზილემ მოაგროვა - 20 ქულა (8-იდან 4 სამქულიანი).

ამ გამარჯვებით მარკოიშვილის თანაგუნდელები მოგებების რაოდენობით პირველადგილოსან "მონტეპასკის" გაუთანაბრდნენ (18-18), თუმცა მასზე ერთით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

* * *

გადავინაცვლოთ ბელგიაში, სადაც რეგულარული ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებისთვის თორნიკე შენგელიას "შარლერუას" მდევარი "ანტვერპენის" ძლევა ჰაერივით სჭირდებოდა. ამისთვის კარგი შანსი 12 აპრილს მიეცა - ანტვერპენელებს საკუთარ მოედანზე ეთამაშა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი "შარლერუას" მცირე უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა - 70:61.

შენგელიას სათამაშოდ 10 წუთი ერგო. დროის ამ მონაკვეთში მან 4-იდან 1 ორქულიანი, 1-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო და 3 ქულას 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული