ზაზა ფაჩულიამ "ორლანდოსთან" 15 წუთში 8 ქულა დააგროვა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ორლანდოში ტრავმა მიიღო. დაშავებული ლიდერის - დუაიტ ჰოვარდის გარეშე დარჩენილ "ორლანდო მეჯიქთან" მატჩში ქართველმა ცენტრმა ფეხზე კუნთის დაჭიმვის გამო თამაში დატოვა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

ფაჩულიას უკვე ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც კუნთის სერიოზული დაზიანება არ აჩვენა. ახლა მხოლოდ კალათბურთელის ორგანიზმზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დაძლევს ტკივილს და დაზიანებული კუნთი დასატვირთად ისევ მზად იქნება.

ერთის თქმა შეიძლება: ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არ არის და ის მოედანს მომავალ მატჩში თუ არა, უახლოეს შეხვედრებში დაუბრუნდება. ისე კი, რეგულარული ჩემპიონატში ატლანტელებს 7 მატჩი აქვთ
დარჩენილი.

რაც შეეხება მატჩს, გამარჯვება "ატლანტას" დარჩა. სტუმრებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მასპინძლები და საბოლოოდ დიდი სხვაობითაც იძალეს - 109:81.

სატურნირო და ფსიქოლოგიოური თვალსაზრისითაც ეს იყო უმნისვნელოვანესი გამარჯვება. ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს მოგებ-წაგებების თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ: 34-24. ატლანტელებმა ორლანდოში გამარჯვებით მეტოქე ჩამოიტოვეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდნენ. თუმცა "ქორები" აგრძელებენ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას, რაც მათ პლეი ოფის პირველ რაუნდში მოედნის უპირატესობას მისცემს.

ფაჩულიამ "ორლანდოს" წინააღმდეგ 15,51 წუთს ითამაშა. ამ ხნის კვალობაზე ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ზაზამ 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. რომ არა ტრავმა, ფაჩულია სავარაუდოდ 35 წუთზე მეტს ითამაშებდა და დიდი შანსი იყო, მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გამხდარიყო. ატლანტელთაგან საუკეთესო ჯანერო პარგოს 17 ქულა და 3-3 პასი, მოხსნა და ჩაჭრა ჰქონდა. გუნდის აღიარებულმა ლიდერებმა ჯო ჯონსონმა და ჯოშ სმიტმა 16-16 ქულა მოინაგრეს.

მომდევნო შეხვედრას "ატლანტა" ჩვენი დროით 16 აპრილს, შინ "ტორონტოსთან" ჩაატარებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული