ზაზა ფაჩულია "ტორონტოსთან" არ ითამაშებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ტრავმა არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ცენტრმა ფეხის კუნთი სუსტად დაიჭიმა, მან 16 აპრილს გამთენიისას გამართული შეხვედრა გამოტოვა და, როგორც ატლანტური პრესა იუწყება, მომავალ მატჩშიც იუქმებს.

ქართველი ცენტრის არყოფნა ატლანტელებს მნიშვნელოვნად დაეტყოთ. "ქორებმა", რომლებმაც წინა შეხვედრაში ორლანდოში მძლავრი "მეჯიქი" დაამარცხეს, 16 აპრილს გამთენიისას შინ აღმოსავლეთის ერთ-ერთ სუსტ გუნდ "ტორონტოსთან" წააგეს.

ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ჯეისონ კოლინსმა დაიწყო თამაში, თუმცა უხეირობის გამო ის მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთს დატოვა მოედანზე.

საბოლოოდ ატლანტელებმა 86:102 წააგეს და მოგებ-წაგებებით თანადივიზიონელ
"ორლანდოს" გაუთანაბრდნენ. მომდევნო შეხვედრას "ჰოუქსი" 17 აპრილს, გამთენიისას, ისევ "ტორონტოსთან" - ამჯერად სტუმრად ჩაატარებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული