ნიკა ცქიტიშვილმა "მაჰრამთან" ერთად აზიური ტიტული მოიგო

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა პირველი აზიური ტიტული მოიგო. ქართველი კალათბურთელის "მაჰრამმა" დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის (WABL) ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში ლიბანური "ალ რიადი" 96:86 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 გახლდათ. თეირანის "აზადი არენაზე" გამართულ შეხვედრაში კი მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო.

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 19:4 მოიგეს და მიუხედავად სტუმართა დიდი მცდელობისა, ბეირუთულმა კლუბმა დარჩენილ დროში, ანგარიშში ჩამორჩენის შემცირების გარდა, ვეღარაფერი მოახერხა.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად ირანელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 37,21 წუთში
17 ქულა, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ქართველმა კალათბურთელმა 7-იდან 4 ორქულიანი, 5-იდან 2 სამქულიანი და 4-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო (28 ქულა) ირანელი ბაჰრამი გახდა, სტუმრებს კი 24-24 ქულით აბდელნურიმა და ამერიკელმა დევერიკ სპენსერმა ულიდერეს.

"მაჰრამი" ახლა შიდაჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც მეოთხედფინალური სერიები მიმდინარეობს. ცქიტიშვილის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი 22 მოგებით წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონობის მოგების უმთავრესი კანდიდატია.

თეირანელები მეოთხედფინალურ სერიაში "გორგანს" 1:0 უგებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული