ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო მეორე მატჩი გამოტოვა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი გამოტოვა. ატლანტელები შინ დამარცხების შემდეგ "ტორონტოს" ესტუმრნენ და წინა საღამოს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს - 109:87.

ზაზას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში კვლავ ჯეისონ კოლინსმა ითამაშა. ამჯერად მოედანზე 11 წუთს იყო, თუმცა ქულის მოგროვება კვლავ ვერ შეძლო. სამაგიეროდ, იყოჩაღა ივან ჯონსონმა, რომელმაც კარიერის უმეტესი, 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი გამთამაშებელმა ჯეფ თიგმა (19 ქულა, 10 პასი) დააფიქსირა.

17 აპრილს "ორლანდომ" "ფილადელფია" დაამარცხა და ფლორიდელები ფაჩულიას გუნდთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ V-VI
ადგილებს იყოფენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული