ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმის გამო ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმის გამო ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ატლანტელთა მწვრთნელი არ ჩქარობს ქართველი ცენტრის მოედანზე დაბრუნებას და არაა გამორიცხული, რომ ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები გამოტოვოს.

მართალია, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე"ატლანტას" 4 მატჩი დარჩა, მაგრამ თუკი ზაზა ამ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, მის სათამაშო ფორმაზე ეს, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს.

ამასობაში კი ატლანტელებმა ოფიციალურად გაინაღდეს პლეი ოფში თამაში. "ჰოუქსმა" "დეტროიტს" იოლად - 116:84 მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.

ატლანტელთა კონკურენტმა "ორლადომ" "ბოსტონში" წააგო და ფაჩულიას
გუნდი 37 მოგებითა და 25 მარცხით მეხუთე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.

ატლანტელებს მორიგი მატჩი 21 აპრილს შინ "ბოსტონთან" აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული