რაც შეეხება "ლიეჟი"-"შარლერუას" დაპირისპირებას, მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შენგელიას თანაგუნდელები მეოთხე პერიოდს 7-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, თუმცა "ლიეჟმა" დომინიკ ვოთერსის (იგი გასულ სეზონში თორნიკეს გვერდით "პეპინსტერში" ირჯებოდა) აქტიურობის წყალობით ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში უკვე დუეინ ბროილსის სიზუსტემ "შარლერუას" ორქულიანი გამარჯვება მოუტანა - 95:93.
ბროილსმაცა
ამ მოგებით შარლერუელებმა რეგულარულ ჩემპიონატში პირველობა გაიმყარეს. ისინი უკვე ორი მოგებით უსწრებენ მეორეადგილოსან "ანტვერპენს". "შარლერუას" 19 მოგების წილ 7 წაგება უწერია.
რეგულარულის დასრულებამდე შენგელიას გუნდს კიდევ 7 მატჩი დარჩა. უახლოესი შეხვედრა 21 აპრილს სტუმრად "ოოსტენდესთან" ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"