თორნიკე შენგელია სასტარტოში დაბრუნდა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" სტუმრად "ლიეჟთან" ითამაშა. ქართველი ახალგაზრდა ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში შენგელიამ თითო მოხსნა-პასი მიითვალა.

რაც შეეხება "ლიეჟი"-"შარლერუას" დაპირისპირებას, მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შენგელიას თანაგუნდელები მეოთხე პერიოდს 7-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, თუმცა "ლიეჟმა" დომინიკ ვოთერსის (იგი გასულ სეზონში თორნიკეს გვერდით "პეპინსტერში" ირჯებოდა) აქტიურობის წყალობით ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში უკვე დუეინ ბროილსის სიზუსტემ "შარლერუას" ორქულიანი გამარჯვება მოუტანა - 95:93.

ბროილსმაცა
და ვოთერსმაც 32-32 ქულა ჩააგდეს. ბელგიის ჩემპიონატის 29-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად გამარჯვებული ბროილსი აღიარეს.

ამ მოგებით შარლერუელებმა რეგულარულ ჩემპიონატში პირველობა გაიმყარეს. ისინი უკვე ორი მოგებით უსწრებენ მეორეადგილოსან "ანტვერპენს". "შარლერუას" 19 მოგების წილ 7 წაგება უწერია.

რეგულარულის დასრულებამდე შენგელიას გუნდს კიდევ 7 მატჩი დარჩა. უახლოესი შეხვედრა 21 აპრილს სტუმრად "ოოსტენდესთან" ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული