ნიკა ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონობისკენ მიიწევს

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამი", რომელმაც რამდენიმე დღის წინ დასავლეთ აზიის თასი მოიგო, ირანის ჩემპიონატზე გადაერთო და ახლა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს.

თეირანელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც იოლად - 109:53 მოუგეს "გორგანს" და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. ფინალში გასასვლელად "მაჰრამს" "აზადი" შეებრძოლება.

მეტოქის სისუსტისა და ძალების დაზოგვის მიზნით, მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი პირველი მეოთხედის შემდეგ აღარ ათამაშა.

პირველი ათწუთეულის შემდეგ ცქიტიშვილის გუნდი 31:7 იგებდა და ამ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული