მართალია, შენგელიას გუნდი სტუმრად "ოსტენდესთან" 81:85 დამარცხდა, მაგრამ ქართველზე აუგს ვერავინ იტყვის. თორნიკე თავის გუნდში საუკეთესო იყო, მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 19 ქულას 9 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და დაფარება მიამატა.
ქართველი ფორვარდი მეტოქეთათვის შეუჩერებელი
შარლერუელებმა 19 მოგებით ბელგიის ჩემპიონატში პირველი ადგილი კი შეინარჩუნეს, თუმცა, იმავე "ოოსტენდესა" და "ანტვერპენს" მხოლოდ ერთი გამარჯვებითღა უსწრებენ. თორნიკეს კლუბი მომდევნო მატჩს 25 აპრილს, კვლავ სტუმრად მეექვსეადგილოსან "მონსთან" ჩაატარებს.
gbf.ge