ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "ნიუ იორკთან" წააგო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ მეხუთე მატჩი გამოტოვა. მართლდება ვარაუდი, რომ ქართველი ცენტრი რეგულარულ სეზონში აღარ ითამაშებს. ატლანტელებს პლეი ოფის დაწყებამდე რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ 2 მატჩის გამართვაღა დარჩათ.

23 აპრილს, გამთენიისას, ატლანტელებმა "ნიუ იორკთან" დაძაბულ ბრძოლაში ქულით წააგეს - 112:113. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილისთვის იბრძვის, რომელსაც "ორლანდო" ეცილება.

ატლანტელებს 38 მოგება და 26 მარცხი აქვთ, ორლანდოელებს 36 მოგება და 38 მარცხი. "ჰოუქსი" ბოლო ორ მატჩს შინ 25 და 27 აპრილს, შესაბამისად, "კლიპერსთან" და "დალასთან" ჩაატარებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული