- NBA-ს შესაბამის სტრუქტურაში დოკუმენტაცია 3 დღის წინ გავგზავნე. რამდენიმე დღეში ოფიციალური სია გამოქვეყნდება, სადაც ყველა ის მსურველი იქნება, რომელსაც კარიერის გაგრძელება NBA-ში სურს.
შეგახსენებთ, რომ შენგელია დრაფტზე გასულ წელსაც დადგა, მაგრამ განცხადება უკანვე გაიტანა. ამის გაკეთება მოთამაშეებს ერთხელ შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენგელია წლეულს განაცხადს უკან ვეღარ გაიტანს და მომავალ დრაფტში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
დრაფტზე 22
მალე NBA ოფიციალურად გამოაქვეყნებს დრაფტის მონაწილეთა სიას და მაშინ ზუსტად გვეცოდინება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც 28 ივნისს, დრაფტის საღამოს, შენგელიას პოტენციური კონკურენტები იქნებიან.
ყოველწლიურად დრაფტზე დაახლოებით 80 კალათბურთელი დგას, რომელთაგან კლუბები 60-ს ირჩევენ. NBA-ს 30 გუნდს ორ რაუნდში თითო კალათბურთელის აყვანის უფლება აქვს.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ 1998 წელს დრაფტზე ვლადიმერ სტეფანია დადგა და იგი 28-ე ნომრად "სიეტლ სუპერსონიქსმა" აირჩია, 2002 წელს ნიკა ცქიტიშვილი "დენვერ ნაგეტსმა" - მეხუთე ნომრად, 2003 წელს ზაზა ფაჩულია "ორლანდო მეჯიქმა" - 42-ე ნომრად, 2004 წელს ვიქტორ სანიკიძე "ატლანტა ჰოქსმა" - 53-ე ნომრად, თუმცა იქვე "სან ანტონიოს" დაუთმო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"