ამასობაში ოფიციალურად გაირკვა "ატლანტა ჰოქსის" საპლეიოფო მეტოქე: ჯორჯიელები აღმოსავლეთის კონფერენციის მეოთხედფინალში "ბოსტონ სელტიქსს" "დაეჭიდებიან".
მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონელები დივიზიონის (თითო კონფერენცია სამ დივიზიონადაა დაყოფილი) ჩემპიონები არიან და ცხრილში "ატლანტას" უსწრებენ. თუ ჯორჯიელებმა რეგულარული "კელტებზე" მეტი მოგებით დაასრულეს, მოედნის უპირატესობას მაინც დაიბევებენ.
"ჰოქსი"-"ბოსტონის" მომავალი დაპირისპირების შესახებ "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტმა მაიკლ კანინგემმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველ ცენტრზეც წერს.
"ჯორჯიელთა გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ტრავმირებული მეფარეები, ელ ჰორფორდი
მას შემდეგ, რაც ელმა მხარი იტკინა, სასტარტო ცენტრის საქმე ზაზამ ჩაიბარა და "ატლანტა" შესანიშნავ დაცვით და კარგ შემტევ გუნდად იქცა.
შეტევაზე ორიენტირებულ გუნდებსაც კი გაუჭირდათ "ატლანტას" კედლის გადალახვა, თუმცა ძლიერი დაცვის წინააღმდეგ ჯორჯიელებს ზოგჯერ შეტევაში ბევრი ვერაფერი გამოსდიოდათ. "სელტიქსი" კი ლიგაში დაცვით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ "ქორებს" საპლეიოფოდ ფაჩულიაც სჭირდება და ჰორფორდიც.
მწვრთნელი, ლარი დრიუ კონკრეტულად ვერ ლაპარაკობს:
- იმედი მაქვს, ზაზა პლეი ოფის პირველივე მატჩიდან დაგვეხმარება. მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა, მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება..."
უკანასკნელი ინფორმაციით, ექიმებმა ელ ჰორფორდს რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში (26 აპრილს) "დალასის" წინააღმდეგ თამაშის უფლება მისცეს. რაც შეეხება ზაზას, მისი გამოჯანმრთელების ვადის შესახებ გაზეთებში სხვადასხვა ვარაუდია გამოთქმული.
ყველაზე სარწმუნო კი თავად კალათბურთელის სიტყვებია. აი, რა გვითხრა ფაჩულიამ:
- ტრავმის მიღებიდან კვირაზე მეტი გავიდა. ფეხი უკეთესად მაქვს, მაგრამ იმდენად კარგად არა, რომ მოედანზე გავიდე. ისევ მაწუხებს. ველით, როდის გამივლის სრულად. მანამდე ნამდვილად ვერ ვითამაშებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"