ამ ორომტრიალშია ჩაბმული ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარიც", რომელმაც სერია "A"-ს მორიგ ტურში ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელები სტუმრად "მონტეგრანაროს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 80:77 იმარჯვეს.
ძირითადი დრო 69:69 დამთავრდა. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულით აგებდნენ, თუმცა ჩამორჩენის გაბათილება მესამე მეოთხედის 20:10 მოგებით მოახერხეს. ბოლო ათწუთეული ფრედ - 15:15 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ხუთწუთეული, რომელშიც "კანადიან სოლარმა" გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ქართველმა ფორვარდმა 40
ვიქტორმა 4-იდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამიანი და 3 საჯარიმო ააცილა. ამას გარდა, ქართველ კალათბურთელს 3 დაფარება და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
სანიკიძის გუნდს 17 მოგება და 12 წაგება აქვს, ცხრილში კი მე-6 ადგილზეა. ამ ტურში ისვენებდა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ", რითაც ისარგებლა "ემპორიო არმანიმ" და "რომას" დამარცხებით კანტუელებს გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 19 მოგება და 10 მარცხი აქვს.
"კანტუსა" და "კანადიან სოლარს" შორის, მე-4 ადგილზეა ნიკა მეტრეველის "სასარი", რომელმაც ამ ტურში "ბიელა" 107:94 დაამარცხა. მეტრეველმა 12 წუთი ითამაშა და პირად ანგარიშზე 4 ქულა ჩაიწერა. მომდევნო ტური 28-29 აპრილს გაიმართება.
"კანტუ" სტუმრად "ბიელას" შეხვდება, "კანადიან სოლარი" "სკავოლინის" უმასპინძლებს, ხოლო "სასარი" "სიენას" ესტუმრება.
gbf.ge