ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდი ირანის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. ქართველი კალათბურთელის "მაჰრამმა" ნახევარფინალურ სერიაში თანაქალაქელ "აზად"-ს უკვე ორი მატჩი მოუგო და ფინალში გასვლამდე 1 გამარჯვება აშორებს. სერიის მესამე მატჩი 27 აპრილს გაიმართება.
პირველ შეხვედრაში მაჰრამელებმა მოწინააღმდეგე 113:95 დაამარცხეს. ცქიტიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 20:54 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკოლოზმა 6-იდან 3 ორქულიანი, 5-იდან 2 სამქულიანი და 2-ივე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ქართველი ფორვარდის გუნდს გამარჯვება არც სერიის მე-2 მატჩში გასჭირვებია.
თეირანელებმა შინაურ "აზადი არენაზე" 97:81 მოიგეს, "სკიტას" მონაგარი კი 8 ქულა და 3 მოხსნა იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ცქიტიშვილმა 19:10 წუთში 5 პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება საკმაოდ მალე მოუხდა. მანამდე კი ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა – ორქულიანი და 2 სამქულიანი.
ფინალში ცქიტიშვილის გუნდი, სავარაუდოდ, ისპაჰანის "მაჰადს" შეხვდება, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში "პეტრუჩიმს" 2:0 უგებს.
gbf.ge