მისი შეჩერება ამჯერად "აალსტარის" კალათბურთელებმა ვერ მოახერხეს. "შარლერუამ" შინ აალსტელები რთულ ბრძოლაში 68:64 დაამარცხა.
პირველი მეოთხედი სტუმრებისა იყო. თორნიკეს თანაგუნდელებმა თამაში ვერ დაალაგეს და მეტოქე 9 ქულით დაწინაურდა, თუმცა მეორე პერიოდიდან "შარლერუამ" ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, რაშიც დიდი წვლილი შენგელიამ შეიტანა, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა და მესამე ათწუთეულის ბოლოს სხვაობა ქულამდე შეამცირა.
ამ დროისთვის 20 წლის ქართველს 12 ქულა ჰქონდა მოგროვილი, რასაც მეოთხე პერიოდში კიდევ 7 მიამატა.
სხვათა
შენგელია მატჩის საუკეთესო კალათბურთელი რომ იყო, ამას ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი მოწმობს - 19. 19 ქულა მან 3 ორქულიანის (6-დან), 3 სამიანის (5-დან) და 4 საჯარიმოს რეალიზების შედეგად მოაგროვა, რასაც 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიამატა. ასეთი მსუყე მონაგარისთვის 23 წუთიც ეყო.
10 ქულით "შარლერუას" ვიცე-ბომბარდირი კრისტოფ ბეგინი გახდა.
თორნიკეს გუნდმა ბელგიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა - 21 მოგება აქვს და 2 გამარჯვვებით უსწრებს მეორეადგილოსან "ანტვერპენს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"