თორნიკე შენგელია ბელგიაში კვლავ შეუჩერებელია - 19 ქულა!

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ 21 აპრილის შემდეგ მესამე მატჩი ჩაატარა და მეორედ ჩააგდო 19 ქულა.

მისი შეჩერება ამჯერად "აალსტარის" კალათბურთელებმა ვერ მოახერხეს. "შარლერუამ" შინ აალსტელები რთულ ბრძოლაში 68:64 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი სტუმრებისა იყო. თორნიკეს თანაგუნდელებმა თამაში ვერ დაალაგეს და მეტოქე 9 ქულით დაწინაურდა, თუმცა მეორე პერიოდიდან "შარლერუამ" ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, რაშიც დიდი წვლილი შენგელიამ შეიტანა, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა და მესამე ათწუთეულის ბოლოს სხვაობა ქულამდე შეამცირა.

ამ დროისთვის 20 წლის ქართველს 12 ქულა ჰქონდა მოგროვილი, რასაც მეოთხე პერიოდში კიდევ 7 მიამატა.

სხვათა
შორის, "შარლერუას" მხრიდან მატჩის ბოლო წერტილიც მან დასვა - შორეული ტყორცნით მასპინძლები 68:62 დააწინაურა.

შენგელია მატჩის საუკეთესო კალათბურთელი რომ იყო, ამას ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი მოწმობს - 19. 19 ქულა მან 3 ორქულიანის (6-დან), 3 სამიანის (5-დან) და 4 საჯარიმოს რეალიზების შედეგად მოაგროვა, რასაც 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიამატა. ასეთი მსუყე მონაგარისთვის 23 წუთიც ეყო.

10 ქულით "შარლერუას" ვიცე-ბომბარდირი კრისტოფ ბეგინი გახდა.

თორნიკეს გუნდმა ბელგიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა - 21 მოგება აქვს და 2 გამარჯვვებით უსწრებს მეორეადგილოსან "ანტვერპენს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული