ვიქტორ სანიკიძე სულაც ტურის საუკეთესო მომხსნელი გახდა. "სკავოლინისთან" გამართულ შეხვედრაში მან ფარიდან ასხლეტილი ბურთი 12-ჯერ მოხსნა, რაც ტურის 8-ვე შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელია.
სანიკიძეს სეზონის მე-12 ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა. მან 8-იდან 4 ორქულიანი და 2-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4-ივე სამიანი კი ააცილა და 9 ქულას დასჯერდა.
9 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად, სანიკიძეს 2 პასი და 1 დაფარებაც
რაც მთავარია, სანიკიძეს გარჯა დაუფასდა და მისმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ "სკავოლინის" მოუგო - 73:64. ამ მატჩის შემდეგ ეს 2 გუნდი ცხრილში ქულებით გათანაბრდა. "კანადიან სოლარი" და "სკავოლინი" V-VI ადგილებს იყოფენ.
მეორე ადგილს ინარჩუნებს "ბენეტ ჯანტუ". კანტუელებმა იტალიური სერია "ა"-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბიელასთან" სტუმრად დიდი ბრძოლა გადაიტანეს.
მთელი თამაშის მანძილზე მასპინძლები არ ნებდებოდნენ და უმეტესად ისინი ლიდერობდნენ. კანტუელებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე მოახერხეს. საბოლოო ანგარიშია 77:76.
ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მარკოიშვილმა 4-იდან 1 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მანუჩარს 3 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი კი ერთხელაც ვერ მოხსნა.
ნიკა მეტრეველის გარეშე ითამაშა და გათამაშების ლიდერ "სიენასთან" სტუმრად დამარცხდა "დინამო სასარი". ქართველი ფორვარდი თბილისში 2 დღით ჩამოვიდა. მიზეზი სასიხარულოა - ნიკა მეტრეველი მამა გახდა.
gbf.ge