სწორედ მისი შედეგიანობაა დრაფტზე წარმატების საწინდარი. საკუთარ კლუბში კარგად მოთამაშე კალათბურთელს ხომ დრაფტზე აყვანის დიდი შანსი აქვს.
ბელგიის ჩემპიონატში შენგელიამ მორიგი შედეგიანობა გამოიჩინა. სულ რაღაც 17 წუთში მან 14 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ეს მან თავის ყოფილ გუნდ "პეპინსტერთან" გააკეთა, რომელიც "შარლერუამ" სტუმრად 81:56 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ მისი 8 მოხსნა შარლერუელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ.
შენგელია
22 მოგებითა და 8 მარცხით შენგელიას გუნდი ბელგიის ჩემპიონატს ლიდერობს. 5 მაისს, რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, "შარლერუა" "ლივენს" შეხვდება.
gbf.ge