ითამაშებს მანუჩარ მარკოიშვილი ვიქტორ სანიკიძის წინააღმდეგ?

AutoSharing Option
6 მაისს იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩებია. პრინციპულ შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან "კანტუ" და "ვირტუსი". პირველში მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი თამაშობენ, მეორეში - ვიქტორ სანიკიძე.

გიორგის ფეხის თითის ტრავმა აქვს და მატჩს რომ გამოტოვებს, წინასწარ ვიცოდით. როგორც იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, შესაძლოა, ვერც მარკოიშვილმა ითამაშოს. მიზეზი ტრავმაა. მან 2 მაისს "მონტეგრანაროსთან" შეხვედრაში კოჭი იტკინა.

იმედი დავიტოვოთ, რომ კვირამდე მანუს კოჭი დაუცხრება და მეგობრის, სანიკიძის წინააღმდეგ სათამაშოდ ბოლონიაში ჩავა.

"მარკოიშვილი სანიკიძეს ვერ შეებმება?"(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული