ვიქტორ სანიკიძის გადამწყვეტი სამქულიანი და მანუჩარ მარკოიშვილის მარცხი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ბოლონიაში შედგა, სადაც ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" უმასპინძლა და ვიქტორის გადამწყვეტი სამქულიანის წყალობით 66:65 დაამარცხა.

სანიკიძემ კვლავ ორმაგი დუბლი შეასრულა: 37 წუთში 11 ქულა, 12 მოხსნა. კოჭის ტრავმის მიუხედავად, 22 წუთი ითამაშა მარკოიშვილმა, რომელმაც 12 ქულას 6 მოხსნა და 3 პასი მიამატა.

მათზე ცოტა ითამაშა და მეტი ჩააგდო ნიკა მეტრეველმა: 15 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა. მისმა "დინამომ" სტუმრად "კასერტა" გაანადგურა - 95:69.

იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სანიკიძის "ვირტუსი"
მეტრეველის "დინამოს" დაუპირისპირდება, ხოლო მარკოიშვილი-შერმადინის "კანტუ" - "პესაროს".

"ვიქტორის გადამწყვეტი სამქულიანი მანუს კანტუს კალათში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული