სადისკუსიო საკითხი: ლეგიონერები და კითხვის ნიშანი

AutoSharing Option
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "შსს აკადემიის" მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

- ყოველდღე თავდაუზოგავად ვმუშაობდით. დილით 2 საათით და საღამოს 3 საათით ვვარჯიშობდით და განუწყვეტლივ ვშრომობდით.

მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ შედეგს იმ შემთხვევაშიც მიაღწევ, ბევრი რომ არ იმუშაო და მოხერხებულად მოიქცე.

ჩვენი ბიჭები მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშობდნენ, მაგრამ "სოხუმმა" პლეი ოფამდე სამი ძლიერი ლეგიონერი დაიმატა და ნახევარფინალში გავიდა.

რეგულარული ეტაპის შემდეგ გუნდის ლეგიონერებით გაძლიერება არასწორად მიმაჩნია. ეს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული გუნდისთვის, არამედ მთლიანად კალათბურთისა
და ჩემპიონატისთვისაა არასასურველი.

შეიძლება გუნდმა
თამაში მოიგოს, მაგრამ საბოლოოდ კალათბურთი ვერ განვითარდე
ბა. ერთი კვირის შემდეგ, იმედია, ჟურნალისტებთან შეხვედრის საშუალება მექნება, სადაც დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე.

როგორც ხედავთ, შსს-ს მწვრთნელმა მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა. ამ თემას შემდეგში კიდევ განვავრცობთ, აქ კი ორი მწვრთნელის მოსაზრებას გაგაცნობთ.

დავით უსტიაშვილი ("ქუთაისი"):
- პლეი ოფის წინ მოთამაშეების დამატებასთან დაკავშირებით კი ჩემი აზრი ასეთია: სეზონის წინ ყველა გუნდი ეცნობა დებულებას და თუ რაიმე კონკრეტული პრეტენზია აქვს, შეუძლია ფედერაციას მიმართოს.

მივესალმები ლეგიონერთა მომრავლებას და ვთვლი, რომ უცხოელი კალათბურთელები ხელს უწყობენ სუპერლიგის დონის ამაღლებას. მიმაჩნია, რომ მათი ასპარეზობა ჩემპიონატში აუცილებელია.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ):
- მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია. გუნდი, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშობს და თავდაუზოგავად შრომობს, მარცხდება კლუბთან, რომელიც პლეი ოფის წინ ძალიან ძლიერ ლეგიონერებს იმატებს. ჩემი აზრით, ეს არასამართლიანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული