ატლანტელებს დაუბრუნდათ ტრავმირებული ალ ჰორფორდი და ჯოშ სმიტი, მაგრამ ამით ვერანაირი ხეირი ვერ ნახეს.
ჰორფორდს ბოლო 5 თვეა, არ უთამაშია და გასაკვირიც არ იყო, რომ ის გუნდურ რიტმში ჩვეულად ვერ ჩაჯდებოდა.
არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ამას წინათ გამოთქმული ვარაუდის შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა სერიის მე–5, ანუ მომდევნო მატჩში უნდა ითამაშოს, რომელიც 9 მაისს, ჩვენი დროით, გამთენიისას ატლანტაში გაიმართება.