ზაზა ფაჩულიამ მე-12 მატჩი გამოტოვა, "ატლანტამ" კი ჩამორჩენა შეამცირა

AutoSharing Option
არ გამართლდა ექიმების ვარაუდი. "ატლანტა"-"ბოსტონის" სერიის მეხუთე მატჩიც გაიმართა, მაგრამ ზაზა ფაჩულია მოედანზე არ გამოჩენილა. 

ქართველი ცენტრის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რამაც ზაზას უკვე მე-12 მატჩი გამოატოვებინა.

ატლანტელებმა სერიის ეს მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით მოიგეს - 87:86. მთელი ძალით ათამაშდა ალ ჰორფორდი, რომელიც წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასი.

ატლანტელებმა ამ მატჩის მოგებით სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 2:3.

მომდევნო შეხვედრა 11 მაისს ბოსტონში
გაიმართება და აი, იქ მართებთ ატლანტელებს სიყოჩაღე. თუ წააგებენ, მათთვის სეზონი მთავრდება; მოიგებენ და სერიის გადამწყვეტ, მე-7 შეხვედრას უმასპინძლებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული