ზაზა ფაჩულიამ სეზონის ბოლო მატჩიც გამოტოვა

AutoSharing Option
ისე დასრულდა "ატლანტასთვის" სეზონი, რომ ზაზა ფაჩულია 15 აპრილს რომ დაშავდა, მას მერე მოედანზე აღარ გამოსულა.

მთლიანობაში ზაზამ 13 შეხვედრა გამოტოვა. აქედან ბოლო 11 მაისს გამთენიისას გაიმართა, რომელიც ატლანტელებისთვის საბედისწერო გამოდგა. პლეი ოფის პირველი რაუნდის მე-6 მატჩი "ჰოუქსმა" ბოსტონში წააგო და სერია საერთო ანგარიშით, 2:4 დათმო.

ატლანტელები იოლად არ დანებებულან. მთელი შეხვედრის მანძილზე არ რჩებოდნენ მეტოქეს და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით - 80:83 დამარცხდნენ.

ატლანტელებს წამყვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ ზაზა ფაჩულია აკლდა. ალ ჰორფორდი სასტარტო ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე იდგა. რიგიანადაც ითამაშა,
მაგრამ ატლანტელებს მაინც ვერ უშველა. გამარჯვებულთაგან თავი კევინ გარნეტმა გამოიჩინა, რომელმაც 28 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

ასე და ამგვარად, ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა. იმედია, მას ტრავმა უახლოეს პერიოდში მოურჩება და ის სრულ მზადყოფნაში შეუერთდება საქართველოს ნაკრებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული