თორნიკე შენგელიამ რელუგალური ეტაპი 7 ქულით დაასრულა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "შარლეუამ" ბელგიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი მინორულ ნოტაზე დაასრულა - შინ "ოოსტენდესთან" 63:68 დამარცხდა.

შარლერუელებმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარეს, ხელიდან არც ინიციატივა გაუშვიათ და ანგარიშიც მიჰყავდათ. მეორე ტაიმიდან კი "ოოსტენდეს" კალათბურთელებმა თამაში შემოატრიალეს და საფინალო სირენას ხუთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

ქართველმა თავდამსხმელმა 15 წუთი ითამაშა, 7 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.

შარლერუელთაგან 15 ქულით ბროილსი გამოირჩა. "ოოსტენდეს" შემადგენლობაში კი ითამაშა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ბელგიის ნაკრების უკანახაზელმა დიმიტრი ლაუერსმა,
რომელიც მიმდინარე სეზონში იტალიურ "აველინოში" გამოდიოდა. მან გამარჯვებაში 6-ქულიანი წვლილი შეიტანა.

"შარლერუამ" და "ოოსტენდემ" პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს და დამატებითი ეტაპის გავლა აღარ მოუწევთ. ბელგიის პირველობაზე რეგულარულის შემდეგ იმართება დამატებითი საკვალიფიკაციო, რომელშიც მესამე-მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობენ. მათ შორის საუკეთესო დუეტი ნახევარფინალში "შარლერუასა" და "ოოსტენდეს" "დაეჭიდება".

"თორნიკემ რეგულარული 7-ით დაასრულა, შარლერუამ -5-ით" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული