გიორგი შერმადინი ევროლიგაზე გამოარჩიეს

AutoSharing Option
ევროლიგის 2011-12 წლების გათამაშება "ოლიმპიაკოსის" გამარჯვებით კვირას დასრულდა. გამოცემა "ევრობასკეტმა" ჩამოთვალა ევროლიგის საუკეთესონი, რომელთა შორის ზედიზედ მეორედ გიორგი შერმადინი მოხვდა.

დასახელდა I, II და III სიმბოლური ნაკრები, რომელთა შემდეგაც "საპატიო რვაეული" შედგა. სწორედ ამ რვას შორის "დაიდო ბინა" ქართველმა ცენტრმა. იგი სახელიანი სპორტსმენების გვერდითაა: დევიდ ანდერსენი (მონტეპასკი, იტალია), ალექსეი შვედი (ცსკა, რუსეთი), ჯეის ქეროლი (რეალი, ესპანეთი), დანილო გალინარი (მილანი, იტალია), ლუკა ზორიჩი (უნიკახა, ესპანეთი), ჯოელ ფრილენდი (უნიკახა, ესპანეთი), ჯოშუა შიპი (გალათასარაი, თურქეთი).

აქვე გაგაცნობთ "ევრობასკეტისეულ" სიმბოლურ ხუთეულს: ვასილის სპანულისი (ოლიმპიაკოსი,
საბერძნეთი), დიმიტრის დიამანტიდისი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ანდრეი კირილენკო (ცსკა,რუსეთი), ერაზემ ლორბეკი (ბარსელონა, ესპანეთი), ნენად კრსტიჩი (ცსკა, რუსეთი).

* * *

ზუსტად ერთი კვირის წინ დავწერეთ, რომ გიორგი შერმადინის ისრაელის "მაქაბიში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

იტალიელებზე დაყრდნობით ისიც მოგახსენეთ, რომ წინასწარი კონტრაქტიც გაფორმებულია, თუმცა, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა და გიორგის იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფები ელის, ოფიციალურად დეტალები არ ხმაურდება.

14 მაისს კიდევ ერთი სიახლე შევიტყვეთ: ლიტვური გამოცემა "კრეპშინისი" წერს, რომ ორთვიანი მსჯელობის შემდეგ "მაქაბისა" და შერმადინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 23 წლის ქართველი ცენტრი ისრაელის გრანდში 2 სეზონს გაატარებს.

დაბოლოს, გიორგის იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის მსვლელობისას ფეხის თითის ძვალი გაებზარა, ოპერაციაც გაიკეთა და, როგორც იტალიელი ექიმები ვარაუდობდნენ, რეაბილიტაციის პროცესი პლეი ოფებამდე უნდა დასრულებულიყო. იტალიაში მეოთხედფინალები 17 მაისიდან იწყება. იმედი დავიტოვოთ, რომ შერმადინი დათქმულ დროს ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული